01/02/2026
19:18

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ე.წ. ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფაილები მას ყოველგვარი დანაშაულისგან ათავისუფლებს.
დონალდ ტრამპის თქმით, მის შესახებ შექმნილი რამდენიმე წიგნის ავტორი, მაიკლ ვოლფი ჯეფრი ეპშტეინთან ერთად შეთქმულებას აწყობდა, რათა პრეზიდენტისთვის ზიანი მიეყენებინა, რის გამოც ამერიკის პრეზიდენტი მწერლისთვის ჩივილს არ გამორიცხავს.
„როგორც ჩანს, ეს ბიჭი, ვოლფი, რომელიც მწერალია, ჩემთვის ზიანის მოსაყენებლად ეპშტეინთან ერთად შეთქმულებას აწყობდა, მე ეს თავად არ მინახავს, თუმცა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა მითხრა, რომ ეს არა მხოლოდ მამართლებს, არამედ საპირისპიროა იმის, რასაც ხალხი იმედოვნებდა. ვოლფი, რომელიც მესამეხარისხოვანი მწერალია, ჩემთვის პოლიტიკური ან სხვა სახის ზიანის მოსაყენებლად ეპშტეინთან ერთად შეთქმულებას აწყობდა და ეს ნათლად გამოჩნდა. ამიტომ, სავარაუდოდ, მას ამის გამო ვუჩივლებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ჯეფრი ეპშტეინის მემკვიდრეების წინააღმდეგაც სამართლებრივი სარჩელის შეტანას, ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, რადგან ის ვოლფთან ერთად შეთქმულებას აწყობდა, რათა ჩემთვის პოლიტიკური ზიანი მოეყენებინა. ის მეგობარი არ არის“.
0
0
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026