
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იქამდე, ვიდრე ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტს არ შეწყვეტს, ვაშინგტონი დელის მიმართ მაღალ ტარიფებს შეინარჩუნებს.
„მაგრამ თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ, მაშინ ისინი უბრალოდ გააგრძელებენ „მასიური“ ტარიფების გადახდას“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
იქამდე კი ტრამპმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს და აღნიშნა, რომ ეს მოსკოვის ეკონომიკური იზოლაციისკენ მიმართულ „დიდ ნაბიჯი“ იქნება.
როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთზე წნეხის მიზნით, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, თუ ოფიციალური დელი რუსული ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს.
გამოცემის ცნობით, ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლიდან დასავლურმა ქვეყნებმა უარი თქვეს რუსეთისგან მის შესყიდვაზე და მოსკოვს სანქციები დაუწესეს.
0
0