
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 25%-იან ტარიფს დაუწესებს იმპორტზე ყველა ქვეყანას, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ანდა გაზს ყიდულობს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის განცხადებით, ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დონალდ ტრამპმა დაასახელა ვენესუელიდან აშშ-ში მიგრანტთა ნაკადი, რომელთა შორის, მისი თქმით, ათობით ათასი კრიმინალი და მოძალადეა.
"ჩვენ მათი ვენესუელაში დაბრუნების პროცესში ვართ – ეს დიდი ამოცანაა! გარდა ამისა, ვენესუელა ძალიან მტრულად იყო განწყობილი შეერთებული შტატებისა და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი თავისუფლებების მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ყიდულობს ნავთობს და/ან გაზს ვენესუელისგან, იძულებული იქნება, გადაიხადოს 25%-იანი ტარიფი შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ვაჭრობისთვის. ყველა დოკუმენტაცია ხელმოწერილი და რეგისტრირებული იქნება, ხოლო ტარიფი ამოქმედდება 2025 წლის 2 აპრილს, ამერიკაში გათავისუფლების დღეს," – წერს დონალდ ტრამპი.
0
0