
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა.
„ჰამასთან“ და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან (არაბებთან, მუსლიმებთან და ყველა სხვასთან) ამ შაბათ-კვირას ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულია და სწრაფად მიმდინარეობს“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, დღეს ტექნიკური ჯგუფები კვლავ შეხვდებიან, ეგვიპტეში საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად და განსახილველად.
„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება – ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“,- აცხადებს ტრამპი.
0
0