
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მეამბოხური ქმედება სიკვდილით დასჯადია.
მანამდე, დემოკრატმა კანონმდებლებმა აშშ-ის არმიას მოუწოდეს, უარი თქვან უკანონო ბრძანებების შესრულებაზე.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ექვსმა დემოკრატმა, რომლებმაც ადრე მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში ან სადაზვერვო სამსახურში, გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამჟამინდელ სამხედრო მოსამსახურეებს მიმართეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს, რაც აშშ-ის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს საფრთხეს უქმნის.
„ვიცით, ამჟამად უზარმაზარი სტრესისა და ზეწოლის ქვეშ ხართ, მაგრამ ჩვენი კანონები ნათელია: თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ უკანონო ბრძანებების შესრულებაზე“, – თქვა არიზონას შტატის სენატორმა, მარკ კელიმ, ყოფილმა ასტრონავტმა და საზღვაო ძალების ვეტერანმა.
„ჩვენ გვჭირდება, დაიცვათ ჩვენი კანონები, ჩვენი კონსტიტუცია“, – დასძინა მიჩიგანის შტატის სენატორმა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ანალიტიკოსმა და ერაყის ომის ვეტერანმა, ელისა სლოტკინმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატების განცხადებები ცუდი და საშიშია ქვეყნისთვის და ეს არის მოღალატეების მხრიდან მეამბოხე საქციელი.
0
0