
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანთან ომი შესაძლოა, ორ-სამ კვირაში დაასრულოს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, თეირანს კონფლიქტის დასასრულებლად ვაშინგტონთან შეთანხმების დადება არ სჭირდება.
„ახლა მხოლოდ ირანის დატოვება დაგვრჩა და ამას ძალიან მალე გავაკეთებთ. მე ვიტყოდი, ორ კვირაში, შესაძლოა, სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა ჩემს მიზნებს შორის არ იყო. მე მქონდა ერთი მიზანი, რომ მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს. გვინდა, ყველაფერი გავანადგუროთ, რაც მათ აქვთ. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მოლაპარაკების მაგიდასთან თუ მოვლენ, კარგი იქნება, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, მოვლენ თუ – არა. მათ 15-20 წელი დასჭირდებათ იმის აღსადგენად, რაც ჩვენ გავუკეთეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0