
აშშ-მ ირანში 7000-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა და 100 გემი გაანადგურა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი ტრამპ-კენედის ცენტრის საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო კამპანია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრული ძალით გაგრძელდა.
„ისინი ფაქტობრივად განადგურდნენ, საჰაერო ძალები გაქრნენ, საზღვაო ძალები გაქრნენ, ბევრი გემი ჩაიძირა. მათი რადარი გაქრა და მათი ლიდერები გაქრნენ. ირანული დრონების გაშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მეზობლების მიმართულებით, ასევე საწარმოო ობიექტებისა და საზღვაო სამიზნეების მიმდინარე მიზანში ამოღება“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-მა ირანის 30-ზე მეტი ნაღმმშენებელი გემი გაანადგურა და ახლა ირანის დრონების შესაძლებლობები „ნულთან ახლოსაა“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი „აკეთებენ იმას, რაც მრავალი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო“.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ „აკავებს“ ირანის შესაძლებლობას, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ქვეყნებზე, რომლებმაც აშშ-ის დახმარებაზე უარი თქვეს.
„მათ თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა ჩავერთოთ. ვიცი, რომ ჩვენ დავიცავთ მათ და თუ ოდესმე დახმარება დაგვჭირდება, ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან“, -განაცხადა მან.
0
0