
არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა ამერიკელი ტელეწამყვანისა და კომიკოსის, ტრევორ ნოას მიერ „გრამის დაჯიდლოებაზე“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა და ბილ კლინტონმა ეპშტეინის კუნძულზე დრო გაატარეს.
თეთრი სახლის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ აპირებს, ტრევორ ნოას ცილისწამებისთვის უჩივლებს და მას „ბევრი ფულის გადახდა მოუწევს“.
„გრემის დაჯილდოება ყველაზე ცუდია, პრაქტიკულად არ არის ყურებადი. CBS-ს გაუმართლა, რომ ეს ნაგავი აღარ არის მათ ეთერში. წამყვანი ტრევორ ნოა, ვინც არ უნდა იყოს ის, თითქმის ისეთივე ცუდია, როგორც ჯიმი კიმელი დაბალი რეიტინგის მქონე ოსკარის დაჯილდოებაზე. ნოამ ჩემზე არასწორად თქვა, რომ დონალდ ტრამპმა და ბილ კლინტონმა დრო ეპშტეინის კუნძულზე გაატარეს. არასწორია! ბილის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად და დღევანდელ ცრუ, ცილისმწამებლურ განცხადებამდე არასდროს ვყოფილვარ ბრალდებული იქ ყოფნაში, ყალბი ამბების მედიისთვისაც კი. ნოემ, სრულიად წარუმატებელმა, სჯობს, ფაქტები გაასწოროს და სწრაფად. როგორც ჩანს, ჩემს ადვოკატებს გავგზავნი, რომ უჩივლონ ამ საწყალ, საცოდავ, უნიჭო, სულელ წამყვანს და ბევრი ფულის გადახდა მოუწევს. ჰკითხეთ პატარა ჯორჯ სლოპადოპოლუსს და სხვებს, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ასევე ჰკითხეთ CBS-ს. მოემზადე, ნოა, მე შენთან ერთად გავერთობი!“, – წერს ტრამპი.
0
0