11/05/2023
12:04
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში არ დააკონკრეტა, სურს თუ არა, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს.
"მე არ ვფიქრობ რომელიმე მხარის გამარჯვებაზე და წაგებაზე", - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვაზე - ვისი გამარჯვება სურს სამხედრო კონფლიქტში.
ტრამპმა ასევე არ დააფიქსირა საკუთარი აზრი, თვლის თუ არა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ, როგორც ამას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამტკიცებს.
”ეს საკითხი მოგვიანებით განსახილველია”, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ რუსეთის ლიდერის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადება გაართულებს ძალადობის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევას.
პრეზიდენტობის პერიოდში მილიარდერს მკაცრად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან გაიზიარა პუტინის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დაასკვნეს, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი აგენტები ტრამპის დახმარებას ცდილობდნენ.
0
0