24/01/2025
13:51
პოლიტიკა
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ მაშინ - ჩვენ, საქართველომ, ქართველებმა რაღა უნდა ვთქვათ?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს, ქართველებს უსამართლოდ ექცევა.
„ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა ამერიკას. ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ მაშინ - ჩვენ საქართველომ, ქართველებმა რაღა უნდა ვთქვათ?! ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოდის და ევროპას ეუბნება, რომ ისინი უსამართლოდ ექცევიან ამერიკას და ამერიკელებს. რა თქმა უნდა, ჩვენც უსამართლოდ გვექცევიან. ეს ჩანს მათ გადაწყვეტილებებში და განცხადებებში. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამე შეიცვლება ევროკავშირშიც და იმ ბიუროკრატიაშიც, რომელიც დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობის სახით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ ჟურნალისტებთან აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა. როგორც კალაძემ განმარტა, მას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ „ახალი ადმინისტრაცია, რომელიც რამდენიმე დღეა შეუდგა მუშაობას, საქართველოსთან მიმართებით სამართლიანები იქნებიან“.
„რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს ის ვითარება, ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციასთან იყო. ესეც რა თქმა უნდა, დაფუძნებული სიცრუეზე, ტყუილზე. გვინდა, რომ გადაიტვირთოს აღნიშნული ურთიერთობები და გავაგრძელოთ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, - აღნიშნა კალაძემ.
0
0
ბათუმში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
24/01/2025