
როგორც აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა ლორდ ნაიჯელ დაროკმა განაცხადა, აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "აკრობატის ბაგირზე დადის“. ყოფილმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე მოსამართლის შეფასებაზე მის [ტრამპის] კომენტირებასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ცნობილია, გუშინ, ნიუ-იორკის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემდეგ, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მოსამართლე ხუან მერჩანი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი მეუღლისა და ოჯახის მოძულე“ უწოდა.
ლორდ ნაიჯელ დაროკის ვარაუდით, საერთო ჯამში, დონალდ ტრამპი მოსამართლის შენიშვნების შემდეგ მაინც "უკან დაიხევს".
„შესაძლოა მან უბრალოდ თავი ვერ შეიკავა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ სახიფათოა მისთვის. მე ვნახე ამერიკელი ადვოკატი, რომელიც ამის შესახებ საუბრობდა. მან თქვა, რომ ტრამპის კომენტარებმა შეიძლება არ იმოქმედოს სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე, მაგრამ, თუ ის დამნაშავედ დადგინდება, მოსამართლეს აქვს მრავალი ვარიანტი, როგორიცაა ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა... დონალდ ტრამპი აკრობატის ბაგირზე დადის. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მას უკან დახევას ვურჩევდი. ტრამპის ადვოკატები მომდევნო რამდენიმე თვეს გამოიყენებენ, რათა საქმის განხილვა სცადონ და, თუ ამას ვერ შეძლებენ, „მიმართავენ მაქსიმალური შეფერხების ტაქტიკას“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.
0
0