
დონალდ ტრამპი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამორიცხავს, თუმცა დაინტერესებულია მესამე ვადით პრეზიდენტობით. ამის შესახებ იაპონიისკენ მიმავალმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ბორტზე მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
„სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. საუკეთესო მაჩვენებლები მაქვს გამოკითხვაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტობისთვის ბრძოლას, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „მე დამრთავდნენ ამის ნებას, მაგრამ ამას არ ვიზამდი. გამოვრიცხავ ამას, ეს არ იქნებოდა სწორი, თუმცა ძალიან სასიამოვნოა“.
დონალდ ტრამპის თქმით, პრეზიდენტობისთვის ასევე ძალიან ძლიერი კანდიდატები შეიძლება გახდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ან ამ ორის წყვილი, როგორც ამერიკის მომავალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას ასევე საუკეთესო მაჩვენებლები აქვს სამედიცინო კვლევის შედეგებში, მათ შორის მაგნიტო-რეზონანსულ კვლევაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაიტარა.
0
0