
ტელეკომპანია "დოჟდმა", რომლის წინააღმდეგ ლატვიაში გამოძიება დაიწყო, განცხადება გაავრცელა.
"დოჟდის“ მთავარი რედაქტორის, ტიხონ ძიადკოს განცხადებით, პირველი დეკემბერს გადაცემა „აქ და ახლა“ გამოშვებაში ტელეარხის წამყვანმა თქვა: გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები army@tvrain.tv-ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამაში. ვიმედოვნებთ, შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით და უბრალოდ ფრონტზე ელემენტარული კეთილმოწყობით.“
ძიადკოს თქმით, ეს ფრაზა მაყურებელმა ისე გაიგო, რომ ტელეარხი „დოჟდი“ დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს. „დოჟდის“ ხელმძღვანელობის მტკიცებით, საფოსტო ყუთი army@tvrain.tv შეიქმნა იმისთვის, რომ შეაგროვოს პირადი მტკიცებულებები უკრაინაში რუსული ჯარის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე.
ტელეკომპანიამ აღნიშნული ჩანაწერი წაშალა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა, ჟურნალისტი კი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ლატვიაში ტელეკომპანია „დოჟდი“ დააჯარიმეს და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების დანაშაულის ფონზე, „აგრესორი რუსეთის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა მიუღებელია“.
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ“ რუსულ ტელეკომპანიას 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მაუწყებლობა მარტში დროებით შეწყვიტა და მოგვიანებით რიგაში, ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში სტუდიების გახსნის შესახებ განაცხადა.
0
0