
გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოლიტიკოსებს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
კერძოდ, აღმოსავლეთ გერმანიის მხარე თიურინგიაში გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოლიტიკოსებს მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მათი რუსეთისთვის გადაცემაში სდებენ ბრალს.
შტატის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეორგ მაიერმა განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს „მგრძნობიარე მონაცემების მიმართ“.
მისი თქმით, ბოლო 12 თვის განმავლობაში თიურინგიის ულტრამემარჯვენე პარტიის დეპუტატებმა 47 შეკითხვა დასვეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებზე.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების, მაგალითად, დრონების გამოვლენისა და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაიერმა.
მინისტრის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის დეპუტატებმა მსგავსი შეკითხვები გერმანიის სხვა რეგიონებშიც დასვეს.
ულტრამემარჯვენე პარტიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბრალდებებს უარყოფენ.
0
0