21/02/2026
16:31

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეები გაიხსენა.
როგორც კულება იხსენებს, 22 თებერვალს მას ვაშინგტონში ვიზიტი ჰქონდა, რა დროსაც ამერიკული დაზვერვის თანამშრომლებმა მას აჩვენეს წერტილები, სადაც „რუსული ტანკები ძრავებს უკვე ახურებდნენ და საზღვრის გადაკვეთას ელოდებოდნენ“.
როგორც The Guardian-ი წერს, მზვერავებთან შეხვედრის შემდეგ კულება აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დაუგეგმავ შეხვედრაზე დაპატიჟეს. კულებას თქმით, ბაიდენთან შეხვედრა „ექიმთან პაციენტის საუბარს ჰგავდა“, რომელსაც უკურნებელი სენი ჰქონდა.
„როცა ოვალური ოფისიდან გამოვდიოდი, შეგრძნება მქონდა, რომ ბაიდენი როგორც მე, ისე უკრაინელ ხალხს ემშვიდობებოდა“, - იხსენებს კულება.
0
0