დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დმანისის არქეოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზე ჩატარებული უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა
A-
+A

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დმანისის არქეოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზე ჩატარებული უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები ბექა დავითულიანი და გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.
დავით ლორთქიფანიძის თქმით, სოფელ ოროზმანთან არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბისა და კბილის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეული ჰომინიდების ევოლუციისა და პირველი განსახლების კვლევისთვის. ნამარხი, სავარაუდოდ, 1,8 მლნ წლით დათარიღებული დმანისის ჰომინიდების ნაშთების თანადროულია.
ახალ და ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებთან ერთად მუზეუმში გამართულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი პალეოარტისტის, ელისაბედ დეინესის (მას ეკუთვნის ზეზვას და მზიას ქანდაკებები) მიერ აღდგენილი „დმანისელი თინეიჯერის“ ფიგურა, დმანისში აღმოჩენილი ცხოველების ძვლები და ქვის იარაღი, ცნობილი პალეოარტისტის მაურისიო ანტონის მიერ შესრულებული ჰომინინებისა და დმანისის გარემოს რეკონსტრუქციები.
დმანისში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება.
0
0
20
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%