23/11/2024
17:05
მსოფლიო
მინსკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში დიქტატურა არ არის.
ლუკაშენკოს თქმით, მისგან განსხვავებით, სტალინი და ჰიტლერი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დიქტატორები, რადგან მათ ჰქონდათ შესაბამისი ძალაუფლება.
„დიქტატორობისთვის საჭიროა დიქტატურის ბერკეტები გქონდეს. რა ბერკეტები მაქვს მე? ეს ამერიკელებმა მოიგონეს, დიქტატორი, დიქტატორი. როგორ შემიძლია ამერიკას ვუკარნახო? დღეს ტრამპს, ბაიდენს და სხვებს არ შეუძლიათ რამის კარნახი, ქვეყანას, რომელიც მსოფლიო მშპ-ს 30%-ზე მეტს აწარმოებს მე რით შემიძლია კარნახი? გვაქვს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა, რომ მივიდე რუსეთში ან ჩინეთში, ფეხი დავაბაკუნო და ვთქვა – ეს გააკეთეთ? არა, ეს ყველაფერი სისულელეა“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
0
0