დიქტატორ პუტინს 9 მაისამდე სურს უკრაინის განადგურება, რათა შემდეგ აღლუმით აღნიშნოს გამარჯვება - ალექსეი დანილოვი
A-
+A

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ კრემლის დიქტატორ ლიდერს 9 მაისამდე სურს უკრაინის განადგურება, შემდეგ კი აღლუმით გამარჯვების აღნიშვნა.
დანილოვი ამბობს, რომ დიქტატორს „წმინდა თარიღები“ უყვარს.
„ზეიმი ჯერ ნაადრევია. მტერი ასე უბრალოდ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას, ის ასე მარტივად არ დატოვებს უკრაინის განადგურების იდეას. ის ახლა თავისი ძალების მობილიზებას ცდილობს იმისთვის, რომ შემდეგი დარტყმა მიაყენოს უკრაინას. ყოველი გათავისუფლებული ქალაქის უკან ჩვენი გოგო-ბიჭების სიკვდილი დგას“, - აცხადებს დანილოვი.
დანილოვის თქმით, რუსეთის დიქტატორ პრეზიდენტს სურს 9 მაისამდე გაანადგუროს უკრაინა, რათა შემდგომ გამარჯვება აღლუმით აღნიშნოს.
„წინ ბევრი ბრძოლა გველის და არავის ვურჩევ მოდუნებას. სიტუაცია არ არის ისეთი სასიხარულო, როგორც ყველას გვსურს", - ხაზგასმით აღნიშნა დანილოვმა.
0
0
451
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%