
პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, დღეს საღამოს „იმედზე“ დაგეგმილ დებატებს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ასევე მათი ოპონენტები - გიორგი ხაბაშვილი, მარიამ იაკობიძე, ლაშა რიჟამაძე და რამაზ გერლიანი.
სამხარაძე აცხადებს, რომ დღეს მაყურებელს ირაკლი კობახიძის მორიგი მასტერკლასი ელოდება, რომელიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემას - ფასების პოლიტიკას ეხება.
„პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები. არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით,“- წერს დიმიტრი სამხარაძე.
0
0