
“როსკოსმოსის” ყოფილი ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი დონეცკში, სასტუმროს იერიშის დროს დაიჭრა.
აღნიშნულ სასტუმროში როგოზინის გარდა, რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი ცხოვრობდა.
როგოზინი ზურგშია დაჭრილი, და გადაყვანილია საავადმყოფოში. მედიკოსების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თუმცა, ექიმები ხერხემლიდან ტყვიის ნამსხვრევის ამოღებას ვერ ახერხებენ, თავად როგოზინი კი ევაკუაციაზე უარს ამბობს.
“ეს იყო სამუშაო შეხვედრა, ვიწრო წრეში და მშვიდ ატმოსფეროში, ჩვენი ერთ-ერთი მოხალისე ქვედანაყოფის დაბრუნების შემდეგ. ბოლო თვეები ამ სასტუმროში ვცხოვრობთ და 8 წლის განმავლობაში მტერს ეს ადგილი არასოდეს დაუბომბავს. ინფორმაციამ გაჟონა და დაახლოებით, 19:45 საათზე იყო რამდენიმე მაღალი სიზუსტის დარტყმა. 120 თუ 155 მმ, კალიბრით ურტყამდნენ. მაქვს ჭრილობა, 3×4 მმ ზომის ლითონის ფრაგმენტია მარჯვენა მხარეში. ოპერაცია მელოდება, ჩემთვის ძალიან ახლობელი კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა”, – ამბობს როგოზინი.
0
0