
ტერიტორიაზე ჩვენ წინააღმდეგ ბირთვული იარაღი თუ იქნება, შესაბამისად, ამ ქვეყნის ტერიტორია ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნე გახდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ლიეტუვის სეიმის მიერ კანონში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
პესკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი „ესკალაციისა და დაძაბულობის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული“ იქნება.
„საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს თუ განათავსებთ, ის ვიღაცის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ცხადია, ეს იარაღი დასავლეთისკენ მიმართული არ იქნება, ის აღმოსავლეთისკენ, ანუ ჩვენ წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – აღნიშნა პესკოვმა.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ზამთარში ლიეტუვის სეიმი კონსტიტუციაში ცვლილების მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ძირითადი კანონიდან საკუთარ ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ამოიღება. ამისთვის სეიმის საშემოდგომო სესიის გახანგრძლივება იქნება საჭირო. პროექტს სეიმის სამართლისა და წესრიგის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
0
0