
უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა ევროპელების გარეშე შეუძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, ევროპელების ჩართვა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოგვიანებით იქნება საჭირო.
„ბუნებრივია, ევროპაში უსაფრთხოების სისტემის განხილვა და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი უსაფრთხოების სისტემის გარეშე, როგორც მთლიანობაში, რთულია პრაქტიკულად შეუძლებელია ევროპელების მონაწილეობის გარეშე. რა თქმა უნდა, გარკვეულ მომენტში ეს აუცილებელი გახდება. ჩვენ სრულიად ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი მიზნების პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მიღწევით. ჩვენ ამ პოზიციას თანმიმდევრულად ვიცავთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ამერიკული გეგმა შეიძლება, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს და რუსეთი მას არსებითად მიიჩნევს.
„ამჟამად, ერთადერთი არსებითი რამ ამერიკული პროექტია, ტრამპის პროექტი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეიძლება, მოლაპარაკებებისთვის ძალიან კარგი საფუძველი გახდეს და ჩვენმა პრეზიდენტმაც ისაუბრა ამაზე. როდესაც დრო მოვა, ამას დეტალურად განვიხილავთ. ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი გეგმის პროექტი დეტალურად არ განხილულა. გეგმა ნაწილობრივ ანკორიჯის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად შემუშავდა. სინამდვილეში, მრავალი თვალსაზრისით, ის ნამდვილად შეესაბამება ანკორიჯის სულისკვეთებას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
0
0