21/11/2021
16:48
მსოფლიო
მისი თქმით, ამის გამორიცხვა შეუძლებელია და ფიქრობს, რომ „ხელოვნურად დაძაბვა ხდება“.
„გვაბრალებენ რაღაც უჩვეულო სამხედრო აქტივობას ჩვენ ტერიტორიაზე ისინი, ვინც თავისი შეიარაღებული ძალები ოკეანის გაღმიდან გადმოიყვანა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს კი არც თუ ლოგიკურია და არც თუ წესიერი“ , - განაცხადა პესკოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ექნება ყველაზე სერიოზული შედეგები.
„უკრაინა, როგორც ჩანს, ცდილობს კიდევ ერთხელ თავისი პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას მიაღწიოს. საკუთარი თავისთვის და ევროპაში ყველასთვის კიდევ ერთი უბედურების შექმნას“ , - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, უკრაინა ამის მიღწევას ცდილობს ნატოს წვრთნების, ასევე შავ ზღვაში ნატოს გემების, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების საფარქვეშ, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
0
0