
„მშვიდობის საბჭოში“ 1 მილიარდი დოლარის გადარიცხვა აშშ-ში არსებული გაყინული რუსული აქტივების განბლოკვას მოითხოვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ის, თუ როგორ მოხდება შენატანის იურიდიულად გაფორმება, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამის განხილვაა საჭირო. ეს განბლოკვას მოითხოვს, რისთვის აშშ-ის მხრიდან გარკვეული ქმედებებია საჭირო“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ ფარგლებში პალესტინის აღდგენისთვის უნდა იქნას გამოყენებული“.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, „მშვიდობის საბჭოსთვის“ მილიარდი დოლარი გადარიცხოს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული სავალუტო რეზერვებიდან.
„ახლაც კი, სანამ „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობასა და მუშაობაში ჩვენი მონაწილეობა გადაწყდება, პალესტინელ ხალხთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან „მშვიდობის საბჭოსთვის“ ერთი მილიარდი აშშ დოლარი გავგზავნოთ“, - აღნიშნა პუტინმა.
0
0