
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის წინ განწყობა საქმიანია.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის პოტენციური შეხვედრის დრო გაურკვეველია და თარიღები ჯერ არ დასახელებულა.
კრემლის პრესსპიკერმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ შეგვიძლია, გადავდოთ ის, რაც ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. არც პრეზიდენტ ტრამპს და არც პრეზიდენტ პუტინს ზუსტი თარიღები არ დაუსახელებიათ. მომზადებაა საჭირო, სერიოზული მომზადება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო. როგორც „სიენენს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, შეხვედრის გადადების ერთ-ერთი მიზეზი რუბიოსა და ლავროვის განსხვავებული მოლოდინებია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე.
0
0