
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზადაა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პუტინთან სასაუბროდ მზად იყო, ახლა კი დიალოგისთვის მზადყოფნას რუსეთის პრეზიდენტიც გამოთქვამს. პესკოვმა აღნიშნა, რომ თუ არსებობს ორმხრივი პოლიტიკური ნება, მაშინ „ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროპამ უნდა იპოვოს გზა რუსეთის ლიდერთან პირდაპირი ურთიერთობისთვის. მისივე თქმით, ევროკავშირს მოუწევს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება, თუ აშშ-ის მცდელობები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წარუმატებელი აღმოჩნდება.
0
0