
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ „ღიაა უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის“, თუმცა ის მოსკოვში უნდა გაიმართოს.
მისივე თქმით, უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა „რთული, მრავალმხრივი პროცესია“.
„ზოგიერთ საკითხზე ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, რადგან იყო დისკუსიები და მოლაპარაკებები. ზოგიერთ საკითხზე უფრო ადვილია საერთო ენის გამონახვა. არის საკითხები, სადაც საერთო ენის გამონახვა უფრო რთულია. იქ ჯერ ვერანაირი პროგრესი ვერ იქნება“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, უკრაინაში ვითარების მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია თანმიმდევრულია და რუსეთი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის.
„ზელენსკი კონტაქტებს გვთავაზობს. პუტინმა განაცხადა, რომ კონტაქტები შესაძლებელია მოსკოვში – ეს პოზიცია ჩვენს პოზიციად რჩება და საკმაოდ თანმიმდევრულია. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ხედავთ, მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფების მეშვეობით“, – განაცხადა მან.
0
0