17/03/2022
15:04
მსოფლიო
„არა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი ცნება როგორიცაა „მხარეთა თანხმობა“. აქ არ შეიძლება იყოს რამენაირი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის ის, რისი გათვალისწინებაც ჩვენ არ შეგვიძლია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ მრავალი ადამიანი ასეთ რთულ დროში საკუთარ თავს მოღალატედ წარმოაჩენს.
„ასეთ რთულ დროს ძალიან ბევრი ადამიანი აჩვენებს თავის არსს და ძალიან ბევრი ადამიანი აჩვენებს საკუთარ თავს, რუსულად რომ ვთქვათ, მოღალატედ. ისინი თავად ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, ვიღაც მიდის თანამდებობიდან, ვიღაც აქტიური სამსახურეობრივი ცხოვრებიდან, ვიღაც ტოვებს ქვეყანას და სხვა სახელმწიფოებში გადადის. ასე ხდება ეს გაწმენდა. ვიღაც არღვევს კანონს და ამისთვის ეკისრება სასჯელი სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად“, – განაცხადა პესკოვმა რუსულ მედიასთან.
16 მარტს ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: „არც ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ორგანიზაციამ თუ ცალკეულმა პირმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარებიან, არ უნდა განაგრძონ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, ასევე აგრესიის ესკალაცია“.
0
0