02/08/2022
12:57
მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის წარმომადგენლის თქმით, პოსტი, რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თანაშემწე ოლეგ ოსიპოვის განცხადებით, სოციალურ ქსელში ВКонтакте დმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს.
დმიტრი მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში ВКонтакте, წუხელ გამოქვეყნდა პოსტი, რომლის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფოა“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.
მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის პოსტის „სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობდა, რომ გვერდი გატეხეს.
0
0