დიმიტრი ხუნდაძე თეა წულუკიანს: „ნაცების“ მწამებლური ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზეც ყველას კარგად უნდა გავაცნოთ და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალა მივაწოდოთ
A-
+A

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას, პლენარულ სხდომაზე, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, კითხვა დაუსვა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მწამებლური ქმედებების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ასპარეზზეც ყველას უნდა მიეწოდოს და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალაც გადაეგზავნოს.
„მეც, რა თქმა უნდა, ვუერთდები დამსახურებულ მადლობებს თქვენსა და კომისიის წევრების მიმართ. ძალიან რთულ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, მაგრამ მხოლოდ მადლობისთვის არ მომითხოვია სიტყვა. მაქვს კითხვა: ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რაც ხდებოდა [„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს], მიუხედავად იმისა, რომ [რადიკალები] ცდილობენ გარკვეულ ჯგუფს დაავიწყონ ის მძიმე წარსული, რაც გადაიარა ქვეყანამ, საზოგადოებამ და თითოეულმა ოჯახმა. ქართულმა საზოგადოებამ პოლიტიკური განაჩენი ყველა არჩევნების დროს სწორად გამოიტანა და მეცხრე არჩევნებია უკვე საზოგადოება „ნაცმოძრაობას“ კატეგორიულ უარს ეუბნება ხელისუფლებაში დაბრუნებასა და მართვის ბერკეტების დაუფლებაზე. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. მაინტერესებს, რა შესაძლებლობას იყენებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იცოდეს საერთაშორისო საზოგადოებამ, ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა წრეებმა? რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული საზოგადოება „ნაცებს“ უარს ეუბნება, მაგრამ გარედან მაინც ჯიუტად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების რეაბილიტაციას გვთავაზობენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც მათი მწამებლური ქმედებები კარგად უნდა გავაცნოთ, შევახსენოთ და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალა მივაწოდოთ, რომ რეალურად ეს ასე იყო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სასურველია, კომისიის დასკვნა რაც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
0
0
29
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%