დიმიტრი ხუნდაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება — პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული
A-
+A

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასა და სიღარიბის შემცირების პარალელურ ტენდენციებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალი" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განმარტა, რომ სტატისტიკური ცვლილებები შეფასების კრიტერიუმების გაფართოებას უკავშირდება.
„თუ სოციალურად დაუცველთა საკითხს დეტალებში არ ჩავხედავთ, შეიძლება გაჩნდეს კითხვა — თუ სიღარიბე მცირდება, რატომ იზრდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც დახმარებას იღებს?“ — განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ
საწყისი ეტაპიდან დღემდე შეფასების დიაპაზონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რამაც ავტომატურად გაზარდა ბენეფიციართა რაოდენობა.
„თუ სოციალურად დაუცველთა საკითხს დეტალებში არ ჩავხედავთ, შეიძლება გაჩნდეს კითხვა — თუ სიღარიბე მცირდება, რატომ იზრდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც დახმარებას იღებს?
ეს განპირობებულია იმით, რომ საწყისი ეტაპიდან დღემდე შეფასების დიაპაზონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ბაზაში უფრო მეტი ადამიანი მოხვდა. მაგალითად, თუ 2012–2013 წლების კრიტერიუმებს ავიღებთ, მაშინ დახმარების მიღების ზღვარი 57 000 ქულა იყო, შემდეგ 65 000-მდე გაიზარდა, რაც ავტომატურად მოიცავს მეტ ადამიანს.
შემდგომში ბავშვთა დახმარების პროგრამა გაფართოვდა 100 000 ქულამდე, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა. შედეგად, 65 000-დან 100 000 ქულამდე ქულების მქონე ბავშვებიც დაემატნენ სისტემას და ბაზაში ბენეფიციართა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. მოგვიანებით ეს ზღვარი (ბავშვთა დახმარების პროგრამა) 120 000 ქულამდე გაიზარდა. დახმარების ოდენობაა 50, 100 და 200 ლარი. სხვათა შორის, დაახლოებით 250 000 ბავშვი იღებს ამ მხარდაჭერას.
პანდემიის პერიოდში გამოცხადდა მორატორიუმი, რადგან რთული იყო ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება და შენარჩუნება. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, გადამოწმებები დროებით შეჩერდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ახალი ოჯახები ბაზაში ემატებოდა. ამანაც გაზარდა ბენეფიციართა რაოდენობა. გარდა ამისა, ამოქმედდა დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებში ოჯახებს შეეძლოთ დასაქმებულიყვნენ ისე, რომ ბაზიდან არ ამოეწერათ, რამაც ასევე გადაავადა მათი ამოღება სიიდან 4 წლით.
შედეგად, გაფართოვდა როგორც ქულათა დიაპაზონი, ისე ბენეფიციართა რაოდენობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ საწყის ეტაპზე სიღარიბის მაჩვენებელი 34% იყო, დღეს ის 9%-მდეა შემცირებული. შესაბამისად, ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება — ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კრიტერიუმები მკაფიოდ განსაზღვრული და შედეგზე ორიენტირებული, რათა ბაზის გადახედვისას არ მოხდეს იმ ოჯახების ამოშლა, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, ან პირიქით.
ამასთან, სოციალური დახმარება არ არის სიღარიბის დაძლევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალება. მაგალითად, UNICEF-ის კვლევებით დასტურდება, რომ სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი ეფექტიანი გზა ასაკობრივი პენსიაა.
საქართველოში გადასახედია საარსებო მინიმუმის განსაზღვრის მეთოდოლოგიაც. საქსტატის მონაცემებით, მინიმალური სასურსათო კალათა 283 ლარია. თუმცა გათვლებით ჩანს, რომ ყველაზე ღარიბი 40%-ის შემთხვევაში ხარჯების 52% სასურსათოა და 48% — არასასურსათო. არსებული მეთოდოლოგიით სასურსათო დანახარჯი 70%-ად ითვლება, რაც რეალურ სურათს სრულად არ ასახავს. თუ ამ მიმართულებით სამართლიანად მივუდგებით, საარსებო მინიმუმი დაახლოებით 390–400 ლარი უნდა იყოს.
დღეს 70 წელს ქვემოთ პენსია 370 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმს სცდება. ეს ვალდებულება საერთაშორისო სტანდარტებითაც არის განსაზღვრული — გაეროს მოთხოვნებიდან გამომდინარე. არსებობს შესაბამისი კომისიაც, რომელიც აკონტროლებს, რომ სოციალური, კულტურული და სხვა პროგრამები მინიმალურ საჭიროებებს შეესაბამებოდეს,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
0
0
22
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%