დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ჩანს, არ აპირებდა ოპოზიცია ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას იმიტომ, რომ მათ არ გამოუთქვამთ ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა
A-
+A

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რადიკალების ბულინგმა შედეგი ვერ გამოიღო და ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ჩამოვიდა. დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა როდესაც ნახეს რომ მათთვის ეს პოზიცია წამგებიანი იყო, რადიკალების ნაწილმა შეხვედრისათვის მზაობა გამოხატა.
„მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მორიგი ბულინგისა, რომ ვიზიტი არ შემდგარიყო, ეუთოს გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა. ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. როგორც ჩანს, არ აპირებდა ოპოზიცია შეხვედრას იმიტომ, რომ მათ არ გამოუთქვამთ ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა, არაკომპეტენტურობაშიც კი დაადანაშაულეს ეს ადამიანი. მაგრამ, მერე ნახეს, რომ ეს წამგებიანი იყო მათთვის, გარკვეული ნაწილი გამოეყო ოპოზიციას და გამოხატა მზაობა შეხვედრისათვის. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებს ჩვეულ პოლიტიკას, ბულინგსა და შეურაცხყოფას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
0
0
44
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%