დიმიტრი ხუნდაძე: ფსევდოლიბერალების განცხადებებით წუნი ედება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც საერთაშორისო რეიტინგებში, პრაქტიკულად ყველგან, არის წინსვლა
A-
+A

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ძლიერი ინსტიტუტების ინდექსის მიხედვით საქართველოს წარმატებულ რეიტინგს მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული შედეგები მეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში რეალურად და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ფსევდოლიბერალების მხრიდან ხელისუფლებასა და სახელმწიფოზე თავდასხმა უარგუმენტოა.
„ეს არ არის საქართველოს პირველი წარმატებული რეიტინგი. ხედავთ რომ ფსევდოლიბერალების მხრიდან ზეპირსიტყვიერი განცხადებებით წუნი ედება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და რეიტინგებში, პრაქტიკულად ყველგან, არის წინსვლა. ვფიქრობ, რომ ესეც კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა ხდება რეალურად და რა განცხადებებით ებრძვიან ხელისუფლებას და საქართველოს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
0
0
19
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%