დიმიტრი ხუნდაძე: დემოგრაფია არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკის სფერო. ის განსაზღვრავს სახელმწიფოს გრძელვადიან მდგრადობას, ეკონომიკურ პოტენციალს და მის სტრატეგიულ გამძლეობას რეგიონში
A-
+A

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს დემოგრაფიულ გამოწვევებზე. დეპუტატმა განაცხადა, რომ შობადობა კვლავ შემცირდა, ნარჩუნდება ახალგაზრდებისა და შრომისუნარიანი მოქალაქეების მიგრაციული გადინება, ფიქსირდება მოსახლეობის დაბერების ფაზაც. ხუნდაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს გამოწვევები გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონულ სტრატეგიულ წონაზე:
„ქვეყანა, რომელსაც უჭირს საკუთარი დემოგრაფიული პოტენციალის შენარჩუნება, დროთა განმავლობაში კარგავს სტრატეგიულ წონას. ამასთან, დემოგრაფიული სიმცირე ზრდის მოწყვლადობას გარე გავლენების მიმართ — ეკონომიკურ, სოციალურ და, გარკვეულ შემთხვევებში, პოლიტიკურ დონეზეც“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ გამოწვევებზე პასუხი არაა მხოლოდ ეკონომიკური ან ადმინისტრაციული ხასიათის - საჭიროა ეროვნული იდეოლოგიის, ოჯახური ფასეულობებისა და დედის ინსტიტუტის როლის გაძლიერება.
„უახლესი მონაცემებით, საქართველოში შობადობა კვლავ შემცირდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავების ეტაპზე იმყოფება. ეს არის გარდაუვალი დაბალი შობადობის რეჟიმი, რაც სათავეს 90 იანი წლებიდან იღებს.
ოფიციალური მონაცემებით, შობადობის საერთო კოეფიციენტი ბოლო წლებში ჩამოსულია დაახლოებით 1.7-ის ფარგლებში, მაშინ როცა მოსახლეობის მარტივი ჩანაცვლებისთვის საჭიროა მინიმუმ 2.1. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე იმყოფება მოსახლეობის ბუნებრივი შემცირების ტრაექტორიაზე.
ამასთან, ყოველწლიურად დაბადებულთა რაოდენობა მუდმივად მცირდება. პარალელურად, ნარჩუნდება მიგრაციული გადინება, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და შრომისუნარიან მოსახლეობაში.
დღეს, როცა რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა სწრაფად იცვლება და გეოპოლიტიკური დაძაბულობა არ მცირდება, საქართველო დგება გამოწვევის წინაშე. დემოგრაფიული დინამიკა და დაბალი შობადობა, სამწუხაროდ, იშვიათად განიხილება, როგორც უსაფრთხოების პირდაპირი კომპონენტი.
დემოგრაფია არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკის სფერო. ის განსაზღვრავს სახელმწიფოს გრძელვადიან მდგრადობას, მის ეკონომიკურ პოტენციალს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მის სტრატეგიულ გამძლეობას რეგიონში.
როდესაც ქვეყანაში მცირდება დაბადების მაჩვენებელი და პარალელურად გრძელდება შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება, ეს იწვევს არა მხოლოდ შიდა ეკონომიკურ წნეხს, არამედ ამცირებს სახელმწიფოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ადეკვატური ინსტიტუციური და თავდაცვითი რესურსი. შეცვლილია მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა.
დღეს უკვე ფიქსირდება მოსახლეობის დაბერების აქტიური ფაზა — 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი იზრდება, ხოლო ახალგაზრდების წილი მცირდება. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წლებში ერთ დასაქმებულზე წილობრივი სოციალური ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ კონტექსტში, დემოგრაფიული ტენდენციები უკვე სცილდება შიდა პოლიტიკის ფარგლებს და გადადის რეგიონული სტაბილურობის საკითხში. საქართველო ამიერკავკასიაში დემოგრაფიულად დაპატარავდა.
სამხრეთ კავკასია რჩება გეოპოლიტიკურად სენსიტიურ სივრცედ. ასეთ გარემოში, მოსახლეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემცირება პირდაპირ აისახება ქვეყნის პოზიციებზე — როგორც მოლაპარაკებების, ისე პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში.
ქვეყანა, რომელსაც უჭირს საკუთარი დემოგრაფიული პოტენციალის შენარჩუნება, დროთა განმავლობაში კარგავს სტრატეგიულ წონას.
ამასთან, დემოგრაფიული სიმცირე ზრდის მოწყვლადობას გარე გავლენების მიმართ — ეკონომიკურ, სოციალურ და, გარკვეულ შემთხვევებში, პოლიტიკურ დონეზეც.
ამ გამოწვევაზე პასუხი ვერ იქნება მხოლოდ ეკონომიკური ან ადმინისტრაციული.
აუცილებელია ღრმა, ღირებულებითი საფუძვლის გაძლიერება — ეროვნული იდეოლოგიის, ოჯახური ფასეულობებისა და დედის ინსტიტუტის როლის გამოკვეთა და გაძლიერება“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
0
0
23
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%