03/02/2022
20:14
პოლიტიკა
„მეგობრებო, ვეღირსეთ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პასუხს. როგორც ჩანს, დიდ ხანს ფიქრობდნენ აეხსნათ, რატომ არ შემეძლო ხინკლის ჭამა მშვიდობის ხიდზე ხედის თანხლებით და ბოლოს მოიფიქრეს. ვციტირებ ნიკოლოზ სამხარაძეს საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს.
არ შემომიშვეს, იმიტომ რომ დაფიქრდით მეგობრებო, მე ვიყავი გოსდუმის წევრი, რომელმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მეორე მიზეზი, რომ ნავალნიმ 2008 წელს ქართველები შეურაცხყო. ვპასუხობ: აფხაზეთის დამოუკიდებლობა დუმამ 2008 წელს აღიარა, მე კი დეპუტატი გავხდი 2011 წელს და 2009 წლიდან, როცა საქართველოში მიიღეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს ვცემ. გარდა ამისა, გოსდუმის დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომლის პარტიამაც მხარი დაუჭირა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, არ დავმჯდარვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე.
იმ დეპუტატს კი, როგორც გვახსოვს ხელისუფლება სიხარულით შეხვდა. მე დმიტრი გუდკოვი მქვია და არა ალექსეი ნავალნი. მესმის, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია თავი მოაწონოს პუტინს. სააკაშვილის დაჭერა საკმარისი არ არის, საჭიროა კიდევ სხვა რიტუალური ქმედებები, რომ დაფინანსება მიიღო მომავალი არჩევნების კონტექსტში, მაგრამ ისე მაინც ისწავლეთ ტყუილის თქმა, რომ ეს სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს“, - აცხადებს გუდკოვი.
ცნობისთვის, დიმიტრი გუდკოვი კიევიდან თბილისში 31 იანვარს ჩაფრინდა, მაგრამ ის აეროპორტიდან უკან კიევში გააბრუნეს. გუდკოვმა დეპორტაციის მიზეზი არ იცის.
0
0