დილარ ხაბულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ტოვებს და „ლელოს“ ჯგუფს უერთდება
13/12/2021
12:39
პოლიტიკა
A-
+A
დილარ ხაბულიანი ფრაქციის შექმნის მიზნით „ლელოს“ ჯგუფს უერთდება და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ხაბულიანი ადასტურებს.
„ეს ტექნიკური საკითხია. ოპოზიციური ფრაქცია რომ არ დაშლილიყო, ეს არის მიზეზი ჩემი გადაწყვეტილების. ამასთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იყო. მე წევრი არ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენ სხვა პარტიით ვიყავით ბლოკში. საუბარი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკზე. არ ვიყავი პარტიაში. ჩვენი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ არის. პროცედურული საკითხია და რა თქმა უნდა, პარლამენტი საქმის კურსშია“,- განაცხადა დილარ ხაბულიანმა.
„ლელოს“ ფრაქცია მას შემდეგ დაეშალა, რაც პარლამენტი მამუკა ხაზარაძემ დატოვა. ამ დროისთვის, „ლელოს“ საკუთარ პოლიტიკურ გუნდში ექვსი დეპუტატი ჰყავს, რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის არსებობაა საჭირო.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0
369
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%