
დიეტოლოგის, რეიჩელ რიჩარდსონის განცხადებით, ისეთი საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ, როგორიცაა ნახშირწყლები, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დაბალი დონე და გაზარდოს შაქრისადმი ლტოლვა. გარდა ამისა, ჭამის შემდეგ ტკბილეულის მიღების სურვილი შესაძლოა გაჩნდეს თუთიის, რკინის, კალციუმის და მაგნიუმის დეფიციტის გამო. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
დიეტოლოგმა განმარტა, რომ დაბალი ნახშირწყლების დიეტაზე მყოფ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ ტკბილეულის ჭამის სურვილი. ეს გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის დაქვეითებით.
რიჩარდსონმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ადამიანი ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ მიღებს ტკბილეულს, ეს შეიძლება მიუთითებდეს ისეთი მიკროელემენტების დეფიციტზე, როგორიცაა თუთია, რკინა, კალციუმი და მაგნიუმი. მაგნიუმი, მაგალითად, ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავების რეგულირებას, რაც სისხლში შაქრის დონეს სტაბილურად ინარჩუნებს. საკმარისი მაგნიუმის, ისევე როგორც ნახშირწყლების გარეშე, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს და მადა გაიზარდოს.
ტკბილისადმი ლტოლვის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სიმაძღრის სენსორულ-სპეციფიკური გრძნობა (SSS). რეგულარული საკვების მიღება შეიძლება ნაკლებად დამაკმაყოფილებელი გახდეს, რადგან ის იწვევს კუჭში სისავსის შეგრძნებას. თუმცა ის საკვები, რომელიც სწრაფად შეიწოვება და არ ავსებს კუჭს, როგორიცაა კანფეტი ან ნამცხვარი, იკმაყოფილებს ემოციურ შიმშილს და იწვევს მეტი ჭამის სურვილს.
გემოვნების რეცეპტორები ასევე ეჩვევიან კერძებს, რომელთა მღება რეგულარულად ხდება, მაშინ როცა დესერტები პირიქით, ახალ შეგრძნებებთან ასოცირდება.
0
0