
პრობლემები შეიქმნა ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც - თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქუთაისი-თერჯოლის მიმართულებით საავტომობილო გზა გახსნილია. ეტაპობრივად იწმინდება ცენტრალური გზები ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
ჩაკეტილია სოფელ მუხურამდე მისასვლელი გზა, სადაც ნამქერის გამო გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელი ხდება. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შეჩერებულია სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
"1.20 მეტრს უკვე გადააჭარბა თოვლის საფარის სიმაღლემ. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 ერთეული ტექნიკა არის ჩართული გაწმენდით სამუშაოებში. მიმდინარეობს როგორც საავტომობილო, ასევე შიდა საუბნო და სასოფლო გზების გაწმენდის პროცესი", - აცხადებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.
0
0