
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ახალი სანქციები მიზნად ისახავს, შეზღუდოს რუსეთის შემოსავლები ნავთობის ტრანსპორტირებიდან და გაყიდვიდან. როგორც ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულის სამიზნეს 135 ნავთობტანკერი წარმოადგენს, რომლებმაც 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი უკანონოდ გადაიტანეს.
გარდა ამისა, ბრიტანული სანქციები გავრცელდება ორ კომპანიაზე, რომელთა სახელზეც რეგისტრირებულია „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები. მათგან ერთი დაკავშირებულია რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილთან“.
„ახალი სანქციები კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს პუტინის „ჩრდილოვან ფლოტს“ და რუსეთს წაართმევს ნავთობიდან მიღებულ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს, რომლებსაც იგი ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
0
0