
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა კანცლერის, რიში სუნაკის, განცხადებით, ის ამაყობს იმით, რომ სამახსოვრო მონეტის გამოშვება ინდური დღესასწაულის თარიღს დაემთხვა. ”როგორც ინდუისტი, მე ვამაყობ, რომ ამ მონეტის გამოშვება „დივალის“ დროს დაემთხვა”, - თქვა სუნაკმა.
„მაჰათმა განდიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის არაძალადობრივ ბრძოლაში; გაერთიანებულ სამეფოში, მისი ღირსშესანიშნავი ცხოვრების საპატივცემულოდ, მონეტა პირველად მოიჭრა,“ - დასძინა სუნაკმა.
„დივალის“ სადღესასწაულო კვირაში, ინდოელები, როგორც წესი, საჩუქრებს - ოქროს ნაკეთობებსა და მონეტებს - ცვლიან.
საკოლექციო მონეტაზე გამოსახულია ინდოეთის ეროვნული ყვავილი, ლოტუსი და, ასევე ჩანს მაჰათმა განდის ცნობილი ციტატა: "ჩემი ცხოვრება ჩემი მესიჯია". მონეტა, როგორც „დივალის“ ფართო კოლექციის ნაწილი, სამეფო ზარაფხანაში განთავსდება. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის შენადნობით.
მიუხედავად იმისა, რომ მონეტა კანონიერი საგადასახადო საშუალებაა, ის ზოგადი მიმოქცევისთვის არ გამოიყენება. მონეტა, ოქროს ზოდებთან ერთად, 4 ნოემბრიდან გაიყიდება; მათ შორის იქნება დიდი ბრიტანეთის პირველი ოქროს ზოდი, რომელზეც გამოსახულია ლაკშმი - ინდუისტური სიმდიდრის ქალღმერთი.
0
0