27/02/2023
21:40
მსოფლიო
27 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
შეხვედრაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმებები განიხილეს.
სუნაკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი შეცვალეს და ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც "უინძორის ჩარჩოს" სახელით გახდა ცნობილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიძლება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მეგობრები არიან და ეს ამ ურთიერთობაში ახალი ფურცლის დასაწყისია.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გადამწყვეტ შეთანხმებას მივაღწიეთ. ერთად ჩვენ მოვახერხეთ პირველადი პროტოკოლი შეგვეცვალა და დღეს ახალ "უინძორის ჩარჩოს" გთავაზობთ. დღევანდელი შეთანხმება იძლევა ვაჭრობის უპრობლემოდ გაგრძელების შესაძლებლობას მთელ გაერთიანებულ სამეფოში, იცავს ჩრდილოეთ ირლანდიელი ხალხის სუვერენიტეტს და ამავდროულად ჩრდილოეთ ირლანდიის, როგორც დიდი ბრიტანეთის ნაწილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს". - თქვა რიში სუნაკმა.
0
0