15/09/2023
18:01
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, უკვე ამოქმედებულია.
პირებს, რომლებიც „ვაგნერს“ აქტიურ მხარდაჭერას გაუწევენ ან მის რიგებში გაწევრიანდებიან, 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
BBC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ გავლენა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, დაჯგუფება მაინც რჩება „სერიოზულ და პოტენციურად გამანადგურებელ ძალად იმ ქვეყნებში, სადაც ამ დრომდე არის წარმოდგენილი“.
27 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა. მოგვიანებით Bloomberg-ი წერდა, რომ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში „ვაგნერის“ ქსელი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი კონტროლის ქვეშ გადავა.
0
0