16/11/2022
08:21
მსოფლიო
“დიდი შვიდეულის” ლიდერებმა, რომლებიც “დიდი ოცეულის” სამიტში მონაწილეობის მიზნით ბალიზე იმყოფებიან, საგანგებო შეხვედრა ღამით გამართეს.
BBC-ის ინფორმაციით, ბალიზე მყოფი ლიდერები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურ კონტაქტზე იყვნენ საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან და პოლონურ მხარესთან.
გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის.
როგორც ცნობილია, 15 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია პოლონეთი-უკრაინის საზღვართან, სავარაუდოდ, ორი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებები უარყოდა გავრცელებულ ინფორმაციას “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით უწოდა.
0
0