
„დიდი შვიდეული“ შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებული მოვლენების გამო.
„დიდი შვიდეული“ ყურადღებით აკვირდება უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში (NABU) მოვლენების განვითარებას, მათ შორის გამოძიებას NABU-ს რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესს. შევხვდით ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს, სერიოზულად ვართ შეშფოთებულები და ვაპირებთ ამ მოვლენების განხილვას მთავრობის ლიდერებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 21 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად, სპეციალური ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“. ჩხრეკა 80-მდე ადგილას ჩატარდა. უკრაინული მედია წერდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
22/07/2025