
მან ასევე მადლობა უთხრა ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ასეთი მაღალი ნდობისთვის. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გარკვეული წვლილი შევიტანო როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაში. რა თქმა უნდა, მინდა, მადლობა ვუთხრა ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, იმ რეფორმებისთვის, რაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამინისტროში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალ, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ასევე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას, წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა.
0
0