საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვე რჩება - უცნობია, რა კონფიგურაციით მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიცია. პარტიების ნაწილი ღიად აცხადებს მზაობას სხვებთან თანამშრომლობისთვის.
ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ არ აინტერესებს სხვა პარტიების ხმები და მისთვის საინტერესოა გადაუწყვეტელი ამომრჩევლები. მისივე განცხადებით, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით, კითხვების დასმას არ აპირებს და გახარიას პარტიას, არჩევნების შემდეგ, კოალიციაში ხედავს.
მსგავსი განცხადებები მმართველი გუნდისთვის დასტურია, რომ ოპონენტი პარტიების უმრავლესობა, რეალურად, "ნაციონალური მოძრაობაა", თუმცა ისინი ცდილობენ, საარჩევნოდ, განცალკევების სტრატეგია აირჩიონ, რათა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იმუშაონ.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, როდესაც ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას კითხვები აღარ აქვს გიორგი გახარიასთან, ნიშნავს იმას, რომ ისინი, ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც, "ქორწინებაში" არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან".
"მათი არასერიოზულობა იმაშიც ჩანს, რომ ოპოზიციის 5 ლიდერი შეიკრიბება და 6 პარტია იქმნება, ყველა ქმნის ცალ-ცალკე პარტიას, ზოგი ორ პარტიას ქმნის, ამიტომაც არის მათი არასერიოზულობა მიუღებელი საზოგადოებისთვის. გვარამია როცა იმას ამბობს, რომ კითხვები აღარ აქვს გახარიასთან, უკვე ნიშნავს იმას, რომ გახარია, ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც, ქორწინებაშია "ნაცმოძრაობასთან" . გვარამია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ განშტოებას, ისევე, როგორც მელია. ამიტომ, რაც არ უნდა ამტკიცონ ახლა მელიამ, გვარამიამ თუ გახარაძემ თუ ხაზარაძემ - ჩვენ არ ვართ "ნაცმოძრაობა", ისინი წარმოადგენენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია დიდი ხანი ემზადებოდა, ის პოლიტიკურ ველზე მოუმზადებელი დაბრუნდა.
"დიდი მზადების მიუხედავად, რომელიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე და მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის. არ არსებობს წარსული, არ არსებობს სისხლი, არ არსებობს დანაშაულები, არ არსებობს გახარიასა და "ნაცმოძრაობის" თანამშრომლობა. ახლა უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხზე, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს არჩევნებში მხარს. ამ დროს, ყველა ხედავს, მოწინააღმდეგეც და მომხრეც, ეს არის კოლექტიური რევოლუციური კომიტეტის, სხვადასხვა განშტოებით, სხვადასხვა პათოსით და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, კარგი პოლიციელისა და ცუდი პოლიციელის ცნობილი ფორმულა უნდათ რომ გამოიყენონ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026