30/04/2023
21:24
პოლიტიკა
მადლობა ყველას ვინც მშვიდობას კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს მისი დაჭერა , - ამის შესახებ გია (უცნობი) გაჩეჩილაძემ რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
მან საზოგადოების ნაწილს მოუწოდა, რომ ხალხის სახელით აღარ ისაუბრონ.
„დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა და ჩვენ ვიცით რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე, მაინც მშიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც დავიმსახურეთ.
მინდა გითხრათ ყველას, ვინც თუნდაც ტელევიზიებიდან გვადევნეს თვალყურს, შეხედეთ ამ ხალხს, ამ ადამიანებს და თავშიც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი,“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
0
0