
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია “ქართულ ოცნებას”, იმისათვის რომ მომცა საშუალება 2019 წლიდან დღემდე, ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე - ზურაბ ხაჩიძე თანამდებობის დატოვების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაჩიძე აღნიშნავს, მისთვის დიდი პატივია, იყოს “ქართულ ოცნების” რიგითი წევრი და მხარდამჭერი:
"დილიდან ვაპირებდი დამეწერა სტატუსი და ამ დრომდე ვერ მოვახერხე…
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტია “ქართულ ოცნებას”, იმისათვის რომ მომცა საშუალება 2019 წლიდან დღემდე, ვყოფილიყავი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე.
ასევე მადლობა უმაგრეს ადამიანს ბესიკ ამირანაშვილს, მასთან ერთად და მისი დახმარებით სახელმწიფო სამსახურში ყოფნის პერიოდში ფასდაუდებელი გამოცდილება შევიძინე. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა ჩემთვის
დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი რეგიონისთვის!
მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს გვერდით დგომისთვის. რეგიონის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.
წარმატებებს ვუსურვებ ამჟამინდელ რწმუნებულს ბატონ ზაალ გელაშვილს!
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო “ქართულ ოცნების” რიგითი
წევრი და მხარდამჭერი.
ღმერთი ფარავდეს, ჩემთვის საამაყო
რეგიონს და სრულიად საქართველოს!" - წერს ზურაბ ხაჩიძე.
0
0