დიდ ბრიტანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.
საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნებული ეზიტპოლის შედეგების თანახმად, 650-კაციან თემთა პალატაში ლეიბორისტებმა (კეირ სტარმერი) წარმომადგენლობა 209 კაცით გაზარდეს და მათ 410 დეპუტატი ეყოლებათ. ეს შედეგი მცირედით 1997 წელს ტონი ბლერის მეთაურობით ნაჩვენებ შედეგს - 418 ადგილს თემთა პალატაში.
კონსერვატიული პარტიის (რიში სუნაკი) დეპუტატთა რაოდენობა 241-ით შემცირდა და მას მხოლოდ 131 დეპუტატი ეყოლება.
ეგზიტპოლის თანახმად, მესამე ადგილზე გასულ ლიბერალ დემოკრატებს 61 დეპუტატი ეყოლებათ, ნაიჯელ ფარაჯის „გაერთიანებული სამეფოს რეფორმას" - 13 დეპუტატი, შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას - 10 დეპუტატი, უელსის მემარცხენე ნაციონალისტურ პარტიას - 4 დეპუტატი, მწვანეებს - 2 დეპუტატი და სხვა დანარჩენებს - 19 დეპუტატი.
0
0