დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: პუტინი მიხვდება, რომ ყველაფერს, რაც ბირთვულ იარაღს ეხება, დასავლეთის მხრიდან თანასწორი ან უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვება
A-
+A

„რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის „შემკავებელი“ (ბირთვული) ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია - სურს, შეახსენოს მსოფლიოს, რომ მას შემკავებელი მექანიზმი აქვს და გადაატანინოს ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა.
„პუტინის ქმედებები დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. მას [პუტინს] არ შეუძლია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ, ამჟამად, მისი ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ბელარუსის პრეზიდენტია... მან უნდა გააცნობიეროს, რომ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდი არაპროგრესული და მოძველებულია“, - განუცხადა ბენ უოლესმა BBC Breakfast-ს.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ვერ ხედავს რაიმე ცვლილებას რუსეთის ბირთვულ პოზიციაში.
„დიდი ბრიტანეთიც ფლობს ბირთვულ ძალას და პუტინი მიხვდება, რომ ყველაფერს, რაც ბირთვულ იარაღს ეხება, დასავლეთის მხრიდან თანასწორი ან უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვება. დიდი ბრიტანეთი არაფერს გააკეთებს ბირთვული კრიზის ესკალაციისთვის, თუმცა ეს „რიტორიკის ბრძოლაა“ და ჩვენ უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორად ვმართავთ მას", - თქვა ბენ უოლესმა.
0
0
362
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%